суббота, 26 июня 2010 г.

ათეიზმი – ანონიმური რელიგია: ნაწყვეტი ჟიჟეკის წიგნიდან „ძალადობა“

მუსლიმების მძვინვარე ბრბოში ჩვენ წავაწყდებით[1] მულტიკულტურული, ლიბერალური ტოლერანტობის ლიმიტს, მის მიდრეკილებას თვითკრიტიკისაკენ და მის მცდელობას, გაიგოს, გაითავისოს „სხვისი“ პოზიცია (გაუგოს „სხვას“). ამ შემთხვევაში ეს „სხვა“ ნამდვილი სხვა არის, თავისი სიძულვილის გამო. ამაში მდგომაროებს ტოლერანტობის ნამდვილი პარადოქსი: რამდენად შორს უნდა წავიდეს არატოლერანტულობის მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულება? ყველა ლიბერალური, პოლიტკორექტული ფორმულები თუ როგორ აყენებდნენ შეურაცხყოფას მუჰამედის კარიკატურები[2] ისლამის წარმომადგენლებს, თუმცა ამის გამო ძალადობრივი პროტესტები მიუღებელია, თუ როგორ მოაქვს თავისუფლებას პასუხისმგებლობა რომელსაც არ უნდა გავცდეთ – ეს ფარდას ხდის მისსავე ლიმიტებს. რა არის ეს „პასუხისმგებლობის მომცველი თავისუფლება“ თუ არა ძველი და საყვარელი ძალადობითი არჩევანი? შენ გეძლევა არჩევანის თავისუფლება, იმ პირობით, რომ სწორ არჩევანს გააკეთებ. შენ გეძლევა თავისუფლება, იმ პირობით, რომ მას არ გამოიყენებ.

როგორ უნდა გავწყვიტოთ ამ „ბოროტი“ და დაუსრულებელი ჯაჭვი მომხრესი და მოწინააღმდეგის, რომელი ასუსტებს ტოლერანტულ არგუმენტს? ამის მხოლოდ ერთი გზაა, გვერდზე გადავდოთ ის დამოკიდებულება რომელშიც დევს პრობლემა. ჟილ დელიოზი ხშირად უსვამდა ხაზს თავის მოსაზრებას რომ არსებობს არამარტო სწორი და არასწორი გადაწყვეტილებები, არამედ არსებობს სწორი და არასწორი პრობლემები. პრობლემის აღქმა როგორც სწორი საზომი, ჩვენი პატივისცემისა იმის მიმართ, რაც ჩვენივე გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიდის, უკვე საკმაოდ საუცხოო და მისტიკურია. უეჭველად, ახლოდან შეხედვის შემთხვევაში დავინახავთ რომ ორი დაპირისპირებული პოლუსი ავლენს მათ საიდუმლო ერთიანობას[3]. პატივისცემის ენა არის ენა ლიბერალური სოლიდარობისა: პატივისცემის მნიშვნელობა აქ მხოლოდ პატვისცემაა მათ მიმართ ვისაც არ ვეთანხმები. როცა შეურაცხყოფილი მუსულმანი მოითხოვს პატივისცემას იმის გამო რომ ის „სხვაა“, ეს ნიშნავს რომ მისთვის მისაღებია ლიბერალურ-ტოლერანტული დისკურსის ჩარჩოები. მეორეს მხრივ, მკრეხელობა არამარტო სიძულვილით აღსავსე დამოკიდებულებაა, რომელიც ცდილობს დაარტყას ობიექტს იქ, სადაც ყველაზე მეტად სტკივა, იქ სადაც მისი რწმენის ფუნდამენტია. მკრეხელობა მკაცრად რელიგიური პრობლემაა, ის მხოლოდ რელიგიური კონტურების შიგნით მუშაობს.

რა მოსჩანს ჰორიზონტზე თუ ჩვენ ავარიდებთ თავს ამ ღამის კოშმარისეული საზოგადოების კოსეპტს? საზოგადოებისა რომელიც რეგულირებულია რელიგიურ ფუნდამენტალისტებსა და პოლიტკორექტულ ტოლერანტებს შორის პერვერტული პაქტით. საზოგადოება სადაც მთავარია არ ატკინო „სხვას“ არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ცრუმორწმუნე და აგრესიულია იგი, საზოგადოება, სადაც ადამიანები ყოველწუთას ხდებიან მოწმეები თავიანთი გამსხვერპლების რიტუალისა. ილიონისში შამპანის უნივერსიტეტს როცა ვსტუმრობდი, წამიყვანეს რესტორანში სადაც მენიუში იყო ტუსკანის ფრი. მე ვიკითხე ამის მიზეზი, ამიხსნეს რომ ფრანგული ოპოზიციის პოზიციის გამო ერაყის ომთან დაკავშირებით კაფეს მფლობელმა გადაწყვიტა პატრიოტულად მოქცეულიყო, მიჰყვა რა კონგრესის რჩევას – ფრანგულ ფრის დაარქვა თავისუფლების ფრი. ფაკულტეტის პროგრესულმა წამრომადგენლებმა ბოიკოტი გამოუცხადეს კაფეს, ამიტომ მან ხერხი იხმარა და ტუსკანის ფრი შექმნა, რადგან მომხმარებლების დაკარგვა არ სურდა. ტუსკანის ფრი უფრო ევროპულად ჟღერდა და ეხმაურებოდა იდილიურ ფილმებს ტუსკანის შესახებ.

იგივე მოხდა ირანში, ირანელმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა საცხობებს უბრძანეს დანიური ნამცხვარი გადაეკეთებინად მუჰამედის ვარდად. კარგი იქნებოდა თუ კონკრესი მოუწოდებდა მუჰამედის ფრის შექმნისკენ, ხოლო ირანი თავის მხრივ, თავისუფლების ვარდს დაარქმევდა ნამცხვარს, მაგრამ ტოლერანტული პერსპექტივით, ჩვენი რესტორნები ტუსკანის ჩიფსებით გადაივსება.

ბოლო რამდენიმე წლის განვმალობაში, მშობლიურ სლოვენიაში, ლიუბლიანაში დიდი დებატებია გამართული, უნდა ჰქონდეთ თუ არა ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებიდან ჩამოსულ ემიგრანტებს მეჩეთის აშენების უფლება. კონსერვატორები შეეწინააღმდეგნენ ამ წამოწყებას კულტურული, პოლიტიკური და არქიტექტურული არგუმენტებითაც კი. ხოლო ჟურნალი „მლადინა“ კი – ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკებიდან ჩამოსული ემიგრანტების უფლებების დამცველის სახელის მქონე – მხარს უჭერდა მეჩეთის აშენებას. გასაკვირი არაა, რომ „მლადინა“ ერთ-ერთი ჟურნალი იყო, რომელმაც მუჰამედის კარიკატურები გადაპოსტა.[4] და პირიქით, ისინი ვინც გამოხატავდა ტოლერანტობას ძალადობრივი ისლამური პროტესტების მიმართ – რეგულარულად ეწინააღმდეგებოდა ქრისტიანული ევროპის იდეას.

სლოვენიაში რამდნეიმე წლის წინ სკანდალი იყო. როკ ჯგუფმა, სრელნიკოვმა გამოქვეყნა აფიშის პოსტერი. პოსტერზე კალსიკური ნახატი იყო მარიამისა, რომელსაც ბავშვის მაგუვრად ვირთხა ეჭირა. ეს არგუმენტად მოიყვანეს კონსერვატორებმა, როცა საუბარი მუჰამედის კარიკატურებზე მიმდინარეობდა, მათ ცივილიზაციების განსხვავებულობის არგუმენტის წამოყენება სურდათ რეაქციების განსხვავებულობის დაფუძველზე. ევროპა გადავიდა „პივრლ ადგილზე“ მას შემდეგ რაც ჩვენ, ქრისტიანება პროტესტი გადავიტანეთ ვერბალურ დონეზე, როცა მუსულმანები კვლავ წვავენ და კლავენ.

ასეთი უცნაური ალიანსები აყენებენ ევროპულ ისლამურ საზოგადოებებს რთული არჩევანის წინაშე რომელიც ამწყვდევს მათ პარადოქსულ პოზიციაში: ერთადერთი პოლიტიკური ჯგუფი რომელსაც არ დაჰყავს ისინი მეორე კლასის მოქალაქეების დონეზე და აძლევს მას სივრცეს რომ გამოხატონ თავიანთი რელიგიური იდენტობა არიან „უღმერთო“ ათეისტი ლიბერალები, როცა ისინი, ვიცნ მათ რელიგიურ სოციალურ პრაქტიკასთან ახლოს არიან, მათი ქრისტიანული ანარეკლი მათი ყველაზე დიდი პოლიტიკური მტრები არიან. პარადოქსი ისიცაა, რომ არა ისინი, ვინც დაბეჭდა, არამედ ვინც გადაბეჭდა მუჰამედის კარიკატურები გამოხატვის თავისუფლებისთვის ტოლერანტული დამოკიდებულების გამო – არიან მათი ნამდვილი მეგობრები.

მარქსის 1848 წლის ფრანგული რევოლუციის წინააღმდეგობები მოგვდის თავში. მმართველი პარტია იყო კოალიცია ორი სამეფო ფლანგისა – ბურბონებისა და ორლეანისტებისა. ორმა მხარემ ვერ ნახა რა მათი მოკავშირეები როიალიზმის დონეზე, ერთადერთი დროშ, რომლის ქვეშაცშეიძლება გაერთიანებულიყვნენ „ანონიმური სამეფო რესპუბლიკისა“, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ერთადერთი გზა, რომ იყო როიალისტი, არის იყო – რესპუბლიკელი. იგივე შეიძლება ითქვას რელიგიაზეც. შენ ვერ იქნები რელიგიური ზოგადად. შეიძლება გჯეროდეს ამა თუ იმ ღმერთის (ღმერთების) სხვისი გულის გასახეთქად[5]. ის, რომ ყველა მცდელობა რლეიგიების გაერთიანებისა ჩაიშალა, ამტკიცებს, რომ ერთადერთი გზა იყო რელიგიური, არის ათეიზმი – ანონიმური რელიგია. ამასვე ამტკიცებს მუსულმანების ბედი ევროპაში, მხოლოდ „ათეიზმის ანონიმური რელიგიის“ დროშის ქვეშ შეუძლიათ მათ მოღვაწეობა. ერთგვარი პოეტური სამართალია ის, რომ მუჰამედის კარიკატურების პროტესტების შემდეგ, ძალადობრივი დაპირისპირება დაიწყო სუნიტებსა და შიიტებს შორის. აქ ტოტალიტარიანიზმის გაკვეთილი დიდი ასოებით წერია: გარე მტერთან ბრძოლა, მალევე ან მოგვიანებით გადაიქცევა შიგა ბრძოლად.

ბოლო დროინდელი მსჯელობები, რომლებიც მოასწავიან პოსტსეკულარულ დაბრუნებას რელიგიისა, საჭიროებას სიწმინდის ხელახალი აღმოჩენისა, გვაუწყებს, რომ რაც ჩენ ნამდვილად გვჭირდება, არის ძველი, კარგი ათეიზმი. მუჰამედის კარიკატურებს მოყოლილმა პროტესტებმა დაამტკიცა, რომ რელიგიური რწმენა, არის ძალა რომელიც გასათვალისწინებელია (შესარკინებელია). აუტანელი ძალადობა რელიგიურ ფუნდამენტალისტთა ბრბოსი ცინიკურად განწყობილ ლიბერტარიანელებსაც უნდა მიანიშნებდეს, რომ აი აქ არის ლიმიტი. ან ასე გვეუბნებიან.

მაგრამ ეს ახალი გაკვეთილია? მკვლელობა, დაწვა, აგრესია რელიგიის გამო? დიდი ხნის განვმალობაში გვეუბნებოდნენ, რომ რელიგიის გარეშე ჩვენ ეგოისტური ცხოველები ვართ, ჩვენი ერთადერთი მორალი – მგლის მორალია დამხოლოდ რელიგიას შეუძლია აგვიყვანოს ჩვენ უფრო მაღალ სულიერ დონეზე. დღეს, რელიგია ყალიბდება მკვლელობის და ძალადობის მთავარ წყაროდ მთელს მსოფლიოში, ადამიანი იღლება უაზრო ფორმულირებით: რომ ქრისტიანები, მუსლიმები და ინდუისტები რომლებიც ფუნდამენტალისტებიც არიან მათირწმენის ნამდვილი აზრიდან გარიყულები არიან. არ მოვიდა დრო ათეიზმის ღირსება აღდგეს? სავარაუდოდ ჩვენი ერთადერთი გზა მშვიდობისაკენ. როგორ წესი სადაც რელიგიის მიერ შტაგონებული ძალადობა განიხილება, ჩვენ ბრალს ვდებთ თვითონ ძალადობას: ის არის აგრესიული „ტერორისტული“ პოლიტიკური აგენტი რმელიც „არასწორად“ იყენებს ამ ღირსეულ რელიგიას. ამ შემთხვევაში მიზანია გაიყოს რელიგია როგორც ასეთი და რელიგია როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი.რა მოხდებოდა ვინმეს რომ აეღო რისკი თავის თავზე და შემოებრუნებინა ეს ფორმულირება? რა მოხდება თუ ის, ვინც პროგრესულ ძალად არიქმება, რომელიც მოგვიწოდებს შევიკავოთ ძალადობა, ჩვენი საიდუმლო ცეცხლის შემნთებია? მაშინ რა მოხდებოდა, ძალადობის გვერდზე გადადების მაგივრად რლეიგია რომ გადაგვედო გვერდზე მისი სეკულარული გამოხატულებებითაც როგორიცაა სტალინისტური კომუნიზმი რომელიც ეყრდნობოდა ისტორიულ „დიდ სხვას“. რომ მიჰყვეს ძალადობას როგორც ასეთს, მასზე სრული პასუხისმგებლობა აიღოს ყველანაირი „დიდი სხვის“ სამოსელში დაუმალავად?

ხშირად ამბობენ რომ ყველა თანამედროვე ეთიკური განსჯა სინამდვილეში მსჯელობაა დარვინსა და პაპს შორის. ერთის მხრივ სეკულარული (ა)მორალი რომელიც მისაღებად და სასურველად მიიჩნევს ინდივიდთა შეწირვას ხოლო მეორეს მხრივ ქრისტიანული მორალი, რომ ნებისმიერი პიროვნება უკვდავი სულის მქონეა და შესაბამისად – წმინდა. საინტერესოა ამ კონტექსტში აღინიშნოს როგორ იყვნენ სოციალური დარვინისტები პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ პაცეფისტები მიუხედავად მათი ანტი-ეგილტარიანული დარვინიზმისა. ერნსტ ჰეკელი, ერთ-ერთი პროპონენტი სოციალური დარვინიზმისა მიიჩნევდა ომს ცუდად იმიტომ რომ იქ არასწორი ხალხი იხოცებოდა. კვდებოდა ძლიერი ჯანმრთელი ახალგაზრდა როცა ავადმყოფი რჩებოდა და მრავლდებოდა რაც მისი აზრით გენის დეგენერაციას ახდენდა. ერთ-ერთ გამოსავლად მიაჩნდათ ყველას წაყვანა ჯარში, ხოლო ავადმყოფებისა – წინა ხაზზე.

რაც ამ ყველაფერს ართულებს, არის ის, რომ მასობრივი მკვლელობები ახლა რლეიგიურ მოტივებზეა დაფუძვნებული როცა პაციფიზმი ათეისტურია.ეს არის რწმენა სიწმინდისა რაც საშუალებას იძლევა ინდივიდის ინსტრუმენტალიზაცია მოახდინო, როცა ათეიზმს არ აქვს ასეთი სტრუქტურა და უარს ეუბნება წმინდა შეწირვის ნებისმიერ ფორმას. არაა გასაკვირი, რომ ელტონ ჯონი, რომელიც დიდი პატივს სცემს ქრისტესა და სხვა რელიგიური ლიდერების სიტყვებს, ეწინააღმდეგება ორგანიზებულ რელიგიას „მე ვფიქრობ რელიგია ყოველთვის სიძულვილს აჩენდა გეების მიმართ“ ეუბნება ელტონი „ობსერვერს“. „ჩემი ნება რომ იყოს, მთლიანად ავკრძალავდი რელიგიას, ის არ მუშაობს, ის ადამიანებს აქევს მოძულეებად და სინამდვილეში საერთოდ არ გააჩნია თანაგრძნობა, რელიგიურმა ლიდერებმა ვერ შეძლეს დაძაბულობის აღკვეთა მსოფლიოში, რატომ არ დგებიან ისინი ერთად?“

რელიგიური ძალადობის არსებობა შეიძლება მივაწეროთ იმ ფაქტს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ეპიქაში, რომელიც თავის თავს აღიქვამს როგორც პოსტიდეოლოგიური ერა. დიდი საჯარო მიზნები ვეღარ შეზლებენ ჩვენს კონცენტრაციას (მაგალითად ომისთვის) რადგან ჩვენი ჰეგემონური იდეოლოგია მოგვიწოდებს ცხოვრებით დავტკბეთ და ჩვენი თავის რეალიზება მოვახდინოთ[6]. უმრავლესობისთვის რთულია გადალახოს ეს ბარიერი და მოკლას, აწამოს სხვა ადამიანი. დიდი უმრავლესობა სპონტანურად მორლაურია: მკვლელობა ღრმად ტრავმატულია მათთვის. იმისთვის რომ მათ დააძალო მოკლად – უფრო დიდი, წმინდა მიზანია საჭირო ხოლო რელიგიური და ეთიკური კუთვნილება ამ როლში საუკეთესოდ ჯდებიან.[7] რათქმაუნდა არის შემთხვევები პათოლოგიური ათეისტებისა, რომელთაც შეუძლიათ ჩაიდინონ მასობრივი მკვლელობები მხოლოდ სიამოვნებისთვის, მაგრამ ეს ისიათი გამონაკლისია. უმრავლესობას ანესთეზია უნდა გაუკეთო, რომ შეძლოს სხვისი ტანჯვის ატანა. ამისთვის საჭიროა წმინდა მიზანი.

საუკუნეზე მეტი ხნის წინ, თავის „ძმებ კარამაზოვებში“ დოტოევსკი გვაფრთხილებდა უღმერთო მორალურ ნიჰილიზმზე ‘თუ ღმერთი არ არსებობს, ესეიგი ყველაფერი ნებადართულია’ ფრანგმა „ახალმა ფილოსოფოსმა“ ანდრე გლიუკსმანმა შეადარა დოსტოევსკის კრიტიკა უღმრთო ნიჰილიზმისა 9/11-ს თავის წიგნში „დოსტოევსკი მანჰეტენში“. ის ძალიან ცდებოდა, დღევანდელობის გაკვეთილი ისაა, რომ ტერორიზმი არსებობს იმიტომ, რომ არსებობს ღმერთი, ყველაფერი, ათასობით უდანაშაულოს მკვლელობა დასაშვებია მათთვის, ვინც ღმერთის სახელით მოქმედებს, როგორც მისი სურვილის ინსტრუმენტი, მხოლოდ ღმერთის ნება, მასთან პირდაპირი კავშირი თუ მოგვცემს საშუალებას – დავარღვიოთ ზედმეტად ადამიანური წესები. უღმერთო სტალინიზმიც ამის შედეგია, მათ ჩათვალეს, რომ ყველაფრის უფლება ჰქონდათ მას შემდეგ, რაც აღიქვეს თავიანთი თავი ისტორიულად აუცილებელი პროგრესისათვის – უზენაესი მიზნისთვის, კომუნიზმისთვის მებრძოლებად[8]

ეთიკის რელიგიის მიერ შევიწროვების ფორმულა ავგუსტინესგან მოდის რომელიც ამბობდა: „გიყვარდეს ღმერთი, და მოიქეცი როგორც საჭიროდ ჩათვლი. იდეა ისაა, რომ თუკი ღმერთი გიყვარს, მისივე ნებით მოქმედებ, შესაბამისად, რაც ღმერთს უნდ აიმას აკეთებ ანუ რასაც აკეთებ არ შეიძლება იყოს ცუდი. ღმერთი გარანტიაა იმისა, რომ რასაც არ უნდა აკეთებდე, უმაღლეს ეტიკურ სტანდარტებში ჯდება. ეს ანდაზური ხუმრობასავითაა „ჩემი საცოლე არასდროს არ იგვიანებს პაემანზე რადგან, თუ დაიგვიანებს ის აღარაა ჩემი საცოლე“

წმინდა ლუისის ჯვაროსნული ლაშრობის დროს ივეს ლე ბრეტონმა დაწრა როგორ წააწყდა ქალს რომელსაც ერთ ხელში წყლით სავსე გობი ეჭირა, მეორეში კი გობი, რომელშიც ცეცხლი ენთო, როცა მას ჰკითხეს რისთვის სჭირდებოდა ეს, მან უპასუხა:

- ჯოჯოხეთი წყლით უნდა ჩავაქრო, სამოთხე კი დავწვაო, ადამიანი იმიტომ კი არ უნდა აკეთებდეს კარგს, რომ სამოთხეში და ჯოჯოხეთში მოხდვებაო (ანგარება) არამედ იმიტომ რომ ღმერთი უყვარსო. – ერთადერთი რაც შეიძლება დაამატო არის: რატომ არ შეიძლება წავშალოთ ღმერთი და კარგი ვაკეთოთ მისი გულისთვის? ეს ნამდვილი ქრისტიანული ეთიკური პოზიცია მხოლოდ ათეისტებში შემორჩა.

ფუნდამენტალისტები სჩადიან „კარგ“ საქმეებს იმიტომ, რომ გადარჩნენ, გადაარჩინონ სული და ა.შ როცა ათეისტები იმიტომ აკეთებენ რამეს რაც კარგია, რომ კარგია. ეს ჩვენი მორლაია, თუკი მე ვაკეთებ კარგ საქმეს, იმიტომ ვაკეთებ მას, რომ მერე შემეძლოს ჩემს თავს სარკეში შევხედო და არა იმიტომ, რომ ღმერთს მოვაწონო. როგორც დევიდ ჰიუმი წერდა, რომელიც ასევე მორწმუნე იყო, ერთადერთი გზა რომლითაც ღმერტისამდი ნამდვილ პატივისცემას გამოვავლენთ, არის მისი იგნორირება და ამავდროულად მორალურად მოქცევა.

ევროპული ათეიზმის ისტორია, ბერძნული ლუკრეციუსის „საგანთა ბუნებიდან“ თანამედროვე სპინოზამდე გვთავაზობს ღირსების გაკვეთილს. ათეისტები ცდილობენ მესიჯის გენერაციას, რომელიც არ მომდინარეობს რეალურობიდან გაქცევაში, არამედ მის მიღებაში და მისი ადგილის შემოქმედებითი გზებით პოვნაში. მატერიალიზმს ასეთ უნიკალურად ხდის გულწრფელი ცოდნა იმისა, რომ ჩვენ არ ვართ სამყაროს მბრძანებლები, არამედ ნაწილი უფრო დიდისა და მთლიანის, მზად ვართ მივიღოთ დიდი პასუხისმგებლობა იმაზე, თუ რას შევქმნით ჩვენი ცოხვრებისგან. თუკი ყველა მხრიდან კატასტროფა გველის, არ არის ეს ერთადერთი გამოსავალი რომელიც აუცილებელია ყველაზე უფრო მეტად დღევანდელ დღეს?

ცოტა ხნის წინ დებატები მიმდინარეობდა, უნდა შეეტანათ თუ არა ევროპულ კონსტიტუციაში ის, თუ რამხელა გავლენა ჰქონდა მის განვითარებაზე ქრისტიანობას. დიდი განსჯის შემდეგ აღიარეს იუდაიზმის, ისლამისა და ქრისტიანობის ასევე ანტიკური კულტურის განსაკუთრებული როლი. სად წავიდა ათეიზმი? თანამედროვე ევროპის ყველაზე ფასეული იდეა? თანამედროვე ევროპას უნიკალურს ხდის ის, რომ ათეიზმი არის სრულად ლეგიტიმური. ეს ყველაზე უფრო მეტად ევროპული მემკვიდრეობაა რომელიც ღირს ბრძოლად.

ნამდვილი ათეისტი არ საჭიროებს თავისი პოზიციის დემონსტრირებას ოპონენტის შოკირებით თავისი მკრეხელური აზრბეის გამოყენებით. ის ასევე ამცირებს კარიკატურების პრობლემას სხვისი რწმენის პატივისცემით. სხვისი რწმენის პატივისცემა, როგორც უმაღლესი ფასეულობა მხოლოდ ერთ-ერთიშეიძლება იყოს ორიდან: ჩვენ სხვას ისე ვექცევით როგორც ჩვენს ქვემოთ მყოფს, დასაცავს, რომ არ ვატკინოთ, არ დავუნგრიოთ ილუზიები. ან რელატივისტურ დამოკიდებულებას ვიყენებთ მულტიჭეშმარიტებებისა, ნებისმიერ ჭეშმარიტებისთვის ბრზოლად შევრაცხავთ რა ძალადობად. თუმცა რას იტყოდით ისლამის და სხვა რელიგიების პატივისცემით, თუმცა საკმაო მიზეზების გამო აგრესიულ კრიტიკაზე? ეს და მხოლოდ ეს არის ერთადერთი გზა აჩვენი მუსულმანებს ნამდვილი პატივისცემა: მოვექცეთ მათ, როგორც სერიოზულ, ზრდასრულ ადამიანებს რომლებიც პასუხს აგებენ თავიანთ რწმენაზე.

пятница, 25 июня 2010 г.

10 მითი ათეიზმის შესახებ

1. ათეისტებს სწამთ რომ სიცოცხლეს აზრი არ აქვს - პირიქით, უფრო ხშირად სწორედ "მორწმუნეები" ფიქრობენ რომ ამქვეყნიური ცხოვრება მხოლოდ იმქვეყნიურმა სიამოვნებებმა შეიძლება აანაზღაუროს, ათეისტებს კი სწამთ რომ იმქვეყნად არაფერი ელოდებათ, შესაბამისად უფრო მეტად უყვართ სიცოცხლე და ცხოვრებისგან, დღევანდელი დღიდან უფრო მეტის მიღებას ცდილობენ.

2. ათეიზმის კისერზეა ზოგადსაკაცობრიო დანაშაულები - ძალიან ბერვი ფიქრობს რომ ჰიტლერის, სტალინის და სხვათა მოქმედებები მათი ურწმუნოების შედეგი იყო, სინამდვილეში პრობლემა ფაშიზმი და კომუნიზმი იყო, საქმე იმაშია რომ დოგმატური რეჟიმები მეტად ახლოს იყო რელიგიასთან, ასეთი რეჟიმების დროს ხშირად ხდება პირადი კულტის აღზევება და ზოგიერთ პიროვნებას ზუსტად ისე ადიდებენ როგორც რომელიმე რელიგიურ გმირს.

3. ათეიზმი დოგმატურია - ებრაელები, მაჰმადიანები და ქრისტიანები თვლიან რომ მათი წერილები იმდენად კარგად არის მორგებული კაცობრიობის მოთხოვნებს, რომ ასეთი წერილები მხოლოდ უმაღლეს გონს შეეძლო შეედგინა, ათეისტი კი უბრალოდ ის პიროვნებაა, რომელმაც ცოტათი მეტი წაიკითხა და მიხვდა რომ ასეთი რწმენა არის აღსაშფოთებელი. მწერალმა სტეფან ჰენრი რობერტსმა (1907-71) ერთხელ თქვა: მეც და შენც ორვენი ათეისტები ვართ, უბრალოდ მე შენგან განსხვავებით ერთით ნაკლები ღმერთის მწამს, როცა შენ მიხვდები რატომ არ გწამს სხვა რელიგიების ღმერთების არსებობა, მაშინ მიხვდები რატომ არ მწამს შენი ღმერთის.

4. ათეისტები ფიქრობენ რომ "ყველაფერი თავისით გაჩნდა" - სინამდვილეში კი არავინ ამ ქვეყნად ჯერ-ჯერობით არ იცის საიდან გაჩნდა სამყარო, სინამდვილეში, გაჩენაზე და დასაწყისზეც საუბარიც კი მეტად საეჭვოა, იმიტომ რომ ამ ცნებებისთვის საჭიროა დროის განზომილება და ჩვენ ვსაუბრობთ თავად დროისა და სივრცის წარმომავლობაზე. ამ მითს ხშირად წავაწყდებით დარვინის თეორიის კრიტიკის დროს (საერთოდ ევოლუციის თეორიის კრიტიკის დროს) ეს ძირითადად გამოწვეულია იმით რომ ბევრს საერთოდ არასწორად ესმის დარვინის თეორია, მიუხედავად იმისა რომ არ ვიცით ზუსტად როგორ გარდაიქმნა მარტივი ქიმიური პროცესები - ბიოლოგიურ პროცესად, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ რომ სამყაროში არსებული სიცოცხლის მრავალფეროვნება ნამდვილად არ არის "შემთხვევითი" და დიდ ხნიანი ბუნებრივი გადარჩევისა და რიგ შემთხვევებში მუტაციის ბრალია. თავად დარვინმა ტერმინი "ბუნებრივი გადარჩევა" გამოიყენა მას მერე რაც გაიგო მეცხოველეობაში გავრცელებული "ხელოვნური გადარჩევის" პროცესის შესახებ. ორივე შემთხვევაში გადარჩევა აჩვენებს მყარ და ძლიერ ეფექტს არსებებზე!

5. ათეიზმს არ აქვს კავშირი მეცნიერებასთან - მიუხედავად იმისა რომ ზოგიერთი მეცნიერი ახერხებს თან მეცნიერი იყოს და თან ღმერთის სწამდეს, უეჭველია რომ მეცნიერული მოღვაწეობა უარყოფს და არა ამყარებს ღმერთის არსებობის შესაძლებლობას, ავიღოთ აშშ-ს მოსახლეობა მაგალითისთვის: საერთო მოსახლეობის 90% სწამს ღმერთის არსებობის, ხოლო ეროვნული სამეცნიერო აკადემიის წევრების 93% კი - არა!

6. ათეისტები ჯიუტები და ბრმები არიან - როცა მეცნიერებმა არ იციან რაიმე ან ვერ ხსნიან - ამას აღიარებენ, აი მორწმუნეების უმრავლესობა კი იბრალებს რომ შეუძლიათ ახსნან და იციან კოსმოსზე, ქიმიაზე, ბიოლოგიაზე იმაზე მეტი ვიდრე ყველა მეცნიერმა ერთად. როცა საუბარი მიდის კოსმოსზე, ბუნებაზე და ჩვენს ადგილზე მათთან მიმართებაში, ათეისტები იშველიებენ მაგალითებს და ფაქტებს მეცნიერებიდან, რაც სიჯიუტე კი არა - ინტელექტუალური გულახდილობაა.

7. ათეისტებს არ შეუძლიათ "სულიერების განცდა" - აბსოლიტურად არაფერი აკავებს არცერთ ათეისტს უყვარდეს, აღფრთოვანდეს, დააფასოს, შეიწყალოს, იყოს ბედნიერი... ათეისტები ხშირად ცდილობენ განიცადონ ეს გრძნობები, უბრალოდ ისინი ამ გრძნობებს არ აბრალიან და მიაწერენ უმაღლესს გონს, ეჭვგარეშეა რომ ზოგიერთმა ქრისტიანმა შეცვალა თავისი ცხოვრება უკეთესობისკენ ბიბლიის კითხვით და ლოცვით - რას ამტკიცებს ეს? რას და იმას რომ დისციპლინას და ზოგიერთი კანონის დაცვას აქვს დამამშვიდებელი და პოზიტიური გავლენა ტვინზე. ბუდისტები, ინდუსები, მაჰმადიანებიც იგივეს გრძნობენ როცა თავისი წმინდანებისთვის ლოცულობენ.

8. ათეისტებს სჯერათ რომ არაფერი არ არის ადამიანის ცხოვრებისა და აღქმის მიღმა - პირიქით, ათეისტი თავისუფალია ადამიანის აღქმის საზღვრების დადგენისას, მიუხედავად იმისა რომ ბევრი არ ვიცით სამყაროს შესახებ, ვერც ბიბლია და ვერც ყურანი ვერ გვაძლევს უკეთესს ახსნას სამყაროსი, როდესაც მორწმუნეები შეზღუდულნი არიან ასეთ ფიქრებში, ათეისტს თავისუფლად შეუძლია დაუშვას სხვა სამყაროების, სხვა სიცოცხლეების არსებობა სხვადასხვა პლანეტებზე, განზომილებებში.

9. ათეისტები უარყოფენ ფაქტს რომ რელიგია სასარგებლოა საზოგადოებისთვის - მას ვინც ამას ამტკიცებს ხშირად ავიწყდება რომ ასეთი სარგებელი არ ამტკიცებს რელიგიის ამა თუ იმ დოქტრინის ჭეშმარიტებას რათქმაუნდა შეიძლება ვიკამათოთ რელიგიის სარგებელზე, რადგან ხშირად რელიგია იძლევა საკმაოდ "ცუდ" მიზეზებს მაშინ როდესაც არსებობს "კარგი" მიზეზები, ასე მაგალითად: რომელი სჯობს: დაეხმარო მათხოვარს იმიტომ რომ ის იტანჯება, თუ იმიტომ რომ უმაღლესმა გონმა გითხრა ასე და დაგაჯილდოებს ასეთი საქციელისთვის და დაგსჯის თუ ასე არ მოიქცევი.

10. ათეიზმში არ არსებობს მორალი - თუ ადამიანი თავისით ვერ ხვდება რა არის ბოროტება, მაშინ ამას ნამდვილად ვერ მიხვდება ბიბლიიდან და ყურანიდან, მორალი ადამიანებს გვიყალიბდება იმ გარემოდან და იმ მორალური ინტუიციიდან, რომლებიც წლების მანძილზე წყვეტდნენ რა იყო საჭირო ადამიანის ბედნიერებისთვის. კაცობრიობამ განიცადა ნამდვილად დიდი მორალური პროგრესი ბოლო წლების მანძილზე და ეს ნამდვილად არ მომხდარა იმის გამო რომ ბიბლიას ან ყურანს უფრო დაკვირვებით ვკითხულობდით, ორივე წიგნში არის მონობის მაგალითები, მაშინ როცა ნებისმიერი თანამედროვე ადამიანი მონათმფლობელობას გაუმართლებლად თვლის.

პირველყოფილი რწმენა თუ მართლმადიდებლობა?

პირველყოფილ ადამიანისთვის საზღვარი ზებუნებრივსა და რეალურ სამყაროს შორის არ არსებობდა. სამყარო იყო მთლიანი, რომელშიც ზებუნებრივი და რელური სამყარო ერთმანეთში იკვეთებოდა.
სამყარო აღიქმეოდა „მაგიურ ადამიანისათვის“ როგორც მატერიალ-სულიერი ერთობა, ღმერთებისა და ადამიანების, წმინდა ცხოველების, რომლშიც არსებოდა მკაცრი იერარქია სულებისა, ადამიანებისა და ღმერთებს შორის. თავის რიტუალებში ადამიანები იმიტაციას უკეთებდნენ ბუნების ცხოვრებას, თითქოს მის ცხოვრებაში იღებდნენ ამით მონაწილეობას, ტოტემიზმით დაიბადა წმინდა ცხოველთა სამყარო. მათი სიცოცხლე იყო წმინდა და ადამიანს ეშინოდა დაერღვია ერთი რგოლი მაინც იმ ჯაჭვიდან რასაც კოსმიური მისტერიები ერქვა.
ამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ადამიანი გრძნობდა თავს ბუნებასთან ახლოს, ვიდრე ამ უკანასკნელ საუკუნეში. ის ბუნების სამყაროს არ განიხილავდა როგორც მისგან გამიჯნულს, ის განიხილავდა ბუნებას როგორც სამყაროს ნაწილს, რომელშიც ის ცხოვრობდა.
ქალაქის აშენება ადამიანის მიერ, იყო პირველი ნაბიჯი გადადგმული ადამიანის თვითიზოლაციისა ბუნებისგან. ქალაქი - ეს არის სიმბოლო ადამიანის იზოლაციისა ბუნებისგან და ამავე დროს მისი შემოქმედების აქტიურობის. რა თქმა უნდა ქალაქს თავისთავად შემოაქვს სიმახინჯე ბუნებაში, მაგრამ არ შეიძლება დავივიწყოთ ის, რომ ქალაქი დაეხმარა ადამიანს შეეცნო საკუთარი თავი. ის დაეხმარა პიროვნების განთავისუფლებას. ქალაქის კედლებმა ადამიანი ამოგლიჯა ბუნებას, მაგრამ მისცა საშვალება შეეცნო ახლებურად სამყარო.

ქართული საზოგადოება არის აგრარული საზოგადოება, აგრარულ საზოგადოებისთვის კი დამახასიათებლია ბუნებასთან ურთიერთობა და ბუნების გაფეტიშება. ის არ არის ჯერ თვითიზოლურებულ ბუნებისგან, ამიტომ მისი რწმენა-წარმოდგენები ხშირ შემთხვევაში ძალიან წააგავს, პრიმიტიულ რწმენა-წარმოდგენებს.

ქართული საზოგადოება იყო აგრარული საზოგადოება, საუკუნეების განმავლობაში, მაგრამ კომუნისტური მართველობის პერიოდში, საქართველოში პრობლემა იდგა მუშათა კლასის შექმნის პრობლემა, ამიტომ კომუნისტებმა გადაწყვიტეს სოფლად მცხოვრები ადამიანები, ჩაესახლებინათ ქალაქებში. მოხდა სამოქალაქო ცხოვრებაში, სოფლურ ფასეულობების გაბატონება, სოფელმა დაიპყრო ქალაქი და საქალაქო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი მოიპოვა. სოფლის მოსახსლეობის კულტურული გარდაქმნა სამოქალაქო საზოგადოებად ვერ მოხერხდა, რადგან ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებას მოუწყეს საშინელი რეპრესიები და მათ ადგილი დაიკავეს სოფლიდან ჩამოსულმა, ახალმა მუშათა კლასმა.

სოფლიდან ჩამოსულმა მოსახლეობა, სოფლიდან წამოიღო ის რწმენა-წარმოდგენები რაც სოფლად არსებობდა. პირველყიფილ თემურ წყობილებაში მაგი-შამანები ასრულებდნენ ტომის ბელადის როლს. ქურუმებს, მაგებს ჰქონდათ ქარიზმა, რომელიც შთააგონებდა ადამიანებს მათ კავშირზე ღმერთებთან. ტომი მათი მეშვეობით ელაპარაკებოდა ღმერთებს. მსგავსი ადამიანები განიხილებოდა როგორც ზეადამიანები. დამოუკიდებლობის პერიოდში კარგად გამოჩნდო ეს რწმენა წარმოდგენები „ბელადის“ კულტში. ზვიად გამსახურდიას, ზეკაცად ქცევა იყო პირდაპირი შედეგი, აგრარული რწმენა-წარმოდგენების და კომუნისტური წარსულის. პოლიტიკური კერპების მსხვერევის შედეგად, ახალი რელიგირუი კერპი შეიქმნა ქართულ საზოგადოებაში, ეს არის ილია II-ის კერპი. დღევანდელ ადამიანების წარმიოდგენები ილია II-ზე თითქმის იდენტურია პირველყოფილ ადამიანის წარმოდგენებისა ქურუმებზე.

„,მაგიურ ადამიანის“ წარმოდგნებით სამყაროზე ზემოქმედებისთვის საჭირო იყო მაგიური რიტუალების ჩატარება. რთული მაგიური რიტუალების და შელოცვების შედეგად მზადდებოდა უამრავი თილისმა. თილისმა იცავდა ადამიანებს მტრებისგან, დაავადებებისგან, გველის კბენისგან და ა.შ
თანამედროვე ქართველ ადამიანს მსგავსი წარმოდგნები აქვს, უამრავ რელიგირუ რიტუალის მიამრთ. უამრავი ხატი, ჯვარი იყიდება მხოლოდ იმიტომ, რომ მორწმუნეებს ჯერათ, რომ მათი მეშვეობით ისინი იქნებიან უფრო დაცულები, უფრო ჯამრთელები და უფრო წარმატებულნი.

ადამიანებს ახასიათებთ თავისუფლების სიყვარული, მაგრამ ამავე დროს ისინი გაურბიან მას, საპასუხისმგებლო, რისკიან ინიციატივეებს, ადამიანები სხვის მხრებზე კიდებენ და მას ემორჩილებიან. გონების შიში, როცა სურვილი არ გაქვს თვითონ იფიქრო, თვითონვე გამოიყენო საკუთარი ნააზრევი. მოთხოვნა რწმენისა, საიდუმლოების, ავტორიტეტის. მოთხოვნილება იმისა რომ საერთოდ დაკარგოთ ინდივიდუალიზმი, გახდე მასის ნაწილი - მხოლოდ ასე შეიძლება დაინახო, ცხოვრების რაღაც აზრი, როგორც უკვდავების გარანტია იქნება. ამის მიზეზებია:



1) ე.წ „ჯოგური ცნობიერება“, მოითხოვს მტკიცედ დამორჩილდეს მკაცრ ხელს
2) მოთხოვნილება ადამიანის სულისა მოიპოვოს უმაღლესი ჭეშმარიტება, ცხოვრების აზრი.

დამორჩილების წყურვილი არის ათავიზმი, ინსტინქტი, რომელიც ადამიანებმა მემკვიდრეობით მიიღეს პირუტყულ საზოგადოების, რომელსაც როგორც წესი ხელმძღვანელობს ბელადი. ხოლო ძებნა ცხოვრების აზრი, იდეალი - რომელიც კულტურის განუყოფელი ნაწილია, ახასიათებს ადამიანს როგორც ინტელექტუალურ არსებას.
ღვთაებრივ მართველის რწმენა იყო ძველ აღმოსავლურ საზოგადოების მსოფლმხედველობის ნაწილი, რომელიც თამაშობდა განსაკუთრებულ როლს მათ კულტურაზე და სოციალურ ცხოვრებაზე.
მეფე-ღმერთი არც თუ ისე ეყრდნობოდა შემოქმედ და ინიციატორებს, თავიანთ იარაღად იყენებენ ჩინოვნიკების მთელ წრეს. უძველეს ბიუროკრატების არსებობა მტკიცდება უამრავი წყაროთი.
მაგიზმი ამოდის იმის რწმენით, რომ არსებობს კოსმოსური წესრიგი, რომელსაც ადამიანი უნდა დაემორჩილოს და რომელზეც ადამიანს მაინც შეუძლია მოახდინოს ზემოქმედება, კონკრეტულ ქმედებით - მაგიურ რიტუალით. ზემოქმედების მოხდენა კი შეუძლია მხოლოდ ღმერთისგან რჩეულებს. დღესდღეობით ესეთ რჩეულად ითვლება ილია II.